19:26 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 19:02:01, 990 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ და რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო, პოლიციამ მათ გზის გადაკეტვის უფლება მისცა.

შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics