13:17 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-16 20:56:01, 1126 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ვასაძემ სახალხო რაზმების ორგანიზება და ლეგიონის შექმნა დაანონსა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თავის ორგანიზებულ "ნამდვილ კაცთა" აქციაზე სახალხო რაზმების ორგანიზება და ლეგიონის შექმნა დაანონსა.

მისი თქმით, ლეგიონის მუშაობის ფორმა იქნება მშვიდი, იარაღის გარეშე. მაგრამ თავადვე ამბობს, რომ ნებისმერ კორდონს გაარღვევენ.

"რაზმები იქნება მარტივი და იერარქიული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყარი და აუღელვებელი.

ყველა,ს ვისაც უნდა, რომ იგინოს, იფურთხოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან, იმის ადგილი აქ არ არის" - ამბობს ვასაძე.

ბიზნესმენის თქმით, "სახალხო რაზმები" ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში.

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ" - თქვა ვასაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics