17:17 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-15 17:07:20, 1719 ნახვა

საზოგადოება
„პატრიოტების“ აქციის მიმდინარეობისას საკრებულოდან ბანერი „ნატო აქაურობას“ გადმოფინეს

თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მიზანი დავით გარეჯის დაცვაა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს ადგილზე პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, მათ შორის: „ერს სჭირდება ერთმორწმუნე რუსეთი“, „ვირი ხეზე ავა - ჩვენ ნატო-ში შევალთ“ და სხვა.

აქციის პარალელურად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საკრებულოს შენობიდან ბანერი „ნატო აქაურობას“ გადმოფინეს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, ბანერი სავარაუდოდ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერმა ჩამოხია და ტერიტორიიდან მიიმალა.

თავისუფლების მოედანზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებიც იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ, დეპუტატმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ამ აქციაზე დგომით „აფხაზეთი ბრუნდება“.

„ყოველ ჩვენს გაბრძოლებას აქვს უდიდესი აზრი. პირველ რიგში ჩვენ-ჩვენი სინდისის წინაშე ვართ მართლები იმიტომ, რომ ამაზე უფრო უზენაესი საქმე, წადილი, რასაც ჰქვია სამშობლოს დაცვა, არც არაფერი არ არის. ეს არის ჩვენი წმინდა მოვალეობა, ეს არის ჩვენი ღვთიური მოვალეობა. ამიტომ ხართ თქვენ, ამიტომ. ჩვენი აქ დგომით აფხაზეთი ბრუნდება, მე ეს ნამდვილად ვიცი“, - აღნიშნა ადა მარშანიამ.

აქციაზე ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. ტერიტორიაზე ათობით სამართალდამცველია მობილიზებული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics