|
2015-07-02 10:39:25, 404 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებების ფარგლებში, ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწიეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.ლ უწყების ინფორმაციით, პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. „მოლაპარაკებები წარიმართა კონსტრუქციულ ვითარებაში. მონაწილეებმა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სრულად განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უსაფრთხოების სიტუაცია. კერძოდ, განხილულ იქნა ე.წ. ხელშეკრულებების გავლენაადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობაზე.ხაზი გაესვა, რომ ახალი, ე.წ. სექტორალური შეთანხმებების დადებას ხვადასხვა სფეროებში წარმოადგენს რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიის მკაფიო მტკიცებულებას. ხაზი გაესვა, რომ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და რისკის ქვეშ აყენებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთის უკანონო წვრთნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საქართველოს საჰაერო სივრცისდარღვევის ფაქტები რუსეთის მხრიდან. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულებაძალის არგამოყენების შესახებსაქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანმხებით აღებული ვალდებულებები. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხი. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ასევე კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ხანგრძლივი დისკუსია შედგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის პრობლემატიკის ირგვლივ. საქართველოს დელეგაციის და ასევე თანა-მოდერატორების მხრიდანაც ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. შედგა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვა. სამუშაო ჯგუფს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა მოახსენა ორგანიზაციის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს დევნილთა სურვილს დაბრუნდნენ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა კონსტრუქციულად განაგრძონ მოლაპარაკებები და მიიღონ შესაბამისი ზომები კონკრეტული ჰუმანტარული პროექტების განხორციელების მიზნით, რათა ეფექტურად მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტა. მონაწილეებმა საქართველოდან მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელს, ერიკ რუბინს, მოლაპარაკებების ფარგლებში გაწეული ძალისხმევისათვის და წარმატება უსურვეს მას შემდგომ საქმიანობაში“,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდი გაიმართება 6-7 ოქტომბერს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)