15:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 16:28:04, 1166 ნახვა

საზოგადოება
ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი ივლისში გაიხსნება

მთაწმინდის გამგეობა ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის სრულ რეაბილიტაციას ივლისში დაასრულებს. სწორედ ამ დროიდან შეძლებენმოქალაქეები, ისარგებლონ ევროპული სტანდარტებით შექმნილი, თანამედროვე და მათთვის მორგებული რეკრეაციული სივრცით, სადაცლიეტუვას კულტურულ სახესაცგაეცნობიან.

ამჟამად, სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რაიონის გამგებელმადავით კირკიტაძემ, პროექტის ავტორთან, არქიტექტორ რიტისციკანავიჩიუსთან ერთად დაათვალიერა.კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლებმა მათ დარჩენილი სამუშაოების, გამწვანებისა და სკვერის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნეს. 

განახლებულ სკვერში ამ ეტაპზე დეკორატიული შადრევნის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ვილნიუსის ანგელოზის ქანდაკება დაიდგმება. უკვე დასრულებულია ლითონის პერგოლას მონტაჟი, რომელიც ხვიარა მცენარეებით გამწვანდება.ტერიტორიაზე, ასევე, მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდება. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ზონების მოწყობას - დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის. 

აღნიშნული პროექტი, რომელიც მთაწმინდის გამგეობას საჩუქრად ლიეტუვურმა მხარემ გადასცა, გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 930 ათასი ლარია.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics