14:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 13:00:57, 1074 ნახვა

საზოგადოება
„მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას“ - მაჩალიკაშვილები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შემქნის ინიციატივით უკვე რამდენჯერმე მიმართა, თუმცა კომისიის შექმნაზე უარი ეთქვა. 

„პარლამენტში უმრავლესობის წევრები იძახიან, რომ არ არის საჭირო. უმრავლესობა იმასაც იძახის, რომ თემირლანი დამნაშავე იყო. ეს ხელისუფლება მთლიანობაში ერთ ჯამში იხარშება, პროკურორიც, მოსამართლეც, ივანიშვილიც და პარლამენტის უმრავლესობაც და დანარჩენი ხელისუფლებაც. ამათ ეს უნდათ თუ არა, მე შევაგროვებ ამ ხელმოწერებს. ყველა ის ადამიანი, ვისაც კი თემირლანის სისხლში ურევია ხელი, უნდა დაიბარონ დაკითხვაზე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, მისი შვილის უდანაშაულობის შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობს.

"მგონია, რომ საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნება, მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას და ამ ხელისუფლებას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ თემირლანი არ იყო ეჭვმიტანილი და კავშირში ამ ტერორისტულ აქტთან. ეს მინდა, რომ გაიგოს მთელმა მსოფლიომ“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics