|
2019-06-11 16:35:29, 1034 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს
თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიას, თავად მერს და მის მოადგილეს არანარი კავშირი არა აქვს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან. „ოპოზიციას ვურჩევ, ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქროს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი იმით მაინც იყვნენ პოპულარულები, რომ ოსტატურად ატყუებდნენ ხალხს, ბევრ რამეს აჯერებდნენ, შექმნეს ვირტუალური საქართველო, სადაც ყველას ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ყველა ბედნიერი იყო და ყველაფერი მაგრად მიდიოდა, მაგრამ ახლა უკვე ტყუილებიც არ გამოსდით. ამ საკითხთან რა შუაშია მერია, კახა კალაძე და ირაკლი ხმალაძე? გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის ცალკე სტრუქტურა. არავის მივცემთ უფლებას, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რისი მცდელობაც აქვთ. რაც შეეხება ირაკლი ხმალაძის ძმას, ის გამოცდილი, პროფესიონალი სპეციალისტია, რომელიც მერიაში არ მუშაობს. „ბილდინგ დეველოპერთან” დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე კითხვა, დაუსვით შესაბამის უწყებას და არა დედაქალაქის მერიას. მერიის საკითხებთან მიმართებაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე თემას გავქცეოდით. ჩვენს გადაწყვეტილებებზე ყოველთვის პასუხისმგებლები ვართ, გვეამაყება, რასაც თბილისისთვის და თბილისელებისთვის ვაკეთებთ და ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)