|
2019-06-11 15:48:14, 1060 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში წყლის საინფორმაციო სისტემის (WISE) ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითრების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საქართველოში წყლის საინფორმაციო სისტემის (WISE) ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ სისტემაზე მუშაობა ევროკავშირის პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის დანერგვა“ (ENI SEIS II East) ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრაზე წყლის საინფორმაციო სისტემის (WISE-Georgia) შემუშავებასთან დაკავშირებით პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრაზე, საგზაო რუკის შემუშავებისა და წყლის რესურსების მართვის სფეროში მომუშავე უწყებებს შორის ფუნქცია-პასუხისმგებლობების განაწილების საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კიდევ ერთი პროექტის „წყლის ინიციატივა პლუსი“ (EUWI+) ფარგლებში, წყლის რესურსების მონაცემთა მართვის სისტემის შემუშავება მიმდინარეობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ ორმა პროექტმა კოორდინირებულად იმუშაოს. შედეგად, ჩამოყალიბდება წყლის საინფორმაციო სისტემის ოპტიმალური ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA), ევროპის შიდა, სანაპირო და საზღვაო წყლების შესახებ თემატური ცენტრის, „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" (EUWI+) პროექტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
(NS)
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)