11:25 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 15:20:19, 1408 ნახვა

პოლიტიკა
„ნურავის ნერვებს ნუ ვცდით“ - პაპუაშვილმა პლენარული დარბაზიდან ბოკერიას გაძევება მოითხოვა

პარლამენტის პლენარულ დარბაზში ერთმანეთს სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპაუაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ.

ბოკერიამ მმართველი გუნდი ე.წ. ძველ ბიჭებთან ალიანსში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, პაპუაშვილმა ბოკერიას ბოდიშის მოხდა მოთხოვა და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა ბოკერია დარბაზიდან გაეძევებინათ.

„მე გთხოვთ, ბატონო თავმჯდომარე,  მე არ ვიცი ეს პროცესი სადამდე შეიძლება მივიდეს, ნურც ნურავის ნერვებს ნუ ვცდით და ნურც ნურავის ასე ვთქვათ, რაღაცნაირად აღქმას იმ რეალობისას რაც ხდება ახლა აქ. მე მოგიწოდებთ თქვენ, აი ამ დეპუტატს, რომელსაც ბოკერია ჰქვია, ადგეს, მოუხადოს კოლეგებს ბოდიში, ეს არის ღირსების საკითხი, ეს არის კოლეგიალობის საკითხი. აი, ასეთი გამოსვლებისთვის, აი, ასეთი ტერმინებისთვის, რაც ისმოდა, რაზეც თვითონ ლაპარაკობენ, რომ ეს არის სიძულვილის ენა, ადამიანების ლანძღვა, ან გააძევეთ, ან მერე და მერე, რაც უფრო მერე მოხდება, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ და იმ ადამიანებს ვინც ამას იტანს. ადგეს, ყველა კოლეგას ბოდიში მოუხადოს აი, ასეთი ტერმინებისთვის, აი, ასეთი სიტყვებისთვის, რომელიც უკადრისია, როდესაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს. და ვინმეს თუ რამე ოდნავ წამოსცდება, არიქა, და ერთ ამბავს ტეხავენ“, - გაანცხადა პაპაუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics