11:25 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 13:34:55, 1083 ნახვა

პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი: ვინც თოლორაიას დაუჭერს მხარს, ბავშვების არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებლობას აიღებს

 „ვინც დღეს ქალბატონ ლონდას დაუჭერს მხარს, ბავშვების იმ არაადამიანურ მოპყრობაზე აიღებს პასუხისმგებლობას,  რომელიც  ამ ქალბატონის საზედამხედველო პროკურორის ფუნქციების შესრულების დროს ხდებოდა“ - ამის შესახებ  პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რომელმაც დღეს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას დანიშვნაზე უნდა იმსჯელოს.

 გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ თოლორაია პროკურატურაში არასრულწლოვანების მართლმსაჯულების პროცესს 2010-2012 წელსი  ხელმძღვანელობდა, როდესაც არასრულწლოვნების მიმართ არაადამიანური მოპყრობა პიკში იყო.

„მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთვისაც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანი იყო: დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ იმ კანდიდატურას, რომელიც 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურაში არასრულწლოვანების მართლმსაჯულების პროცესს ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით პიკში იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა არასრულწლოვნების 2010-2012-ში. დღეს თქვენ მხარი ქალბატონ ლონდას უნდა დაუჭიროთ, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია და რომლის დროსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს, განსაკუთრებულად გლდანის მე-8 პენიტენციალურ სისტემაში და იმ ადგილებში , სადაც ისინი სასჯელს იხდიდნენ. ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ამ კანდიდატურების წამოწევა და წახალისება ხდება. მე ვფიქრობ, ვინც დღეს ქალბატონ ლონდას დაუჭერს მხარს, ბავშვების იმ არაადამიანურ მოპყრობაზე აიღებს პასუხისმგებლობას,  რომელიც  ამ ქალბატონის საზედამხედველო პროკურორის ფუნქციების შესრულების დროს ხდებოდა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics