|
2019-06-09 21:00:14, 1094 ნახვა
პოლიტიკა
20:00 საათის მონაცემებით მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 41,23%-ია
20:00 საათის მონაცემებით მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 41,23%-ია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 43 909 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში 18 105-მა მიიღო. შუალედური არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, აქტივობა მაღალი იყო. 19 მაისის არჩევნებზე მთაწმინდაზე 20:00 საათის მონაცემებით აქტივობა 34,27% იყო. დღის ბოლოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ორი საჩივარი: ერთი ეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას და მეორე - N17 უბანზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლის მონაცემების დამუშავებას. ასევე, მესამე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველი რეგისტრაციის ადგილზე არ იმყოფებოდა და მას გადასატანი ყუთი ფაქტობრივ მისამართზე მიუტანეს. ამის გამო აღნიშნული ყუთი დაილუქა. ყველა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა მიმდინარეობს. 9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე 19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)