13:10 - 29 Jul, 2026
|
2019-06-09 14:38:06, 1228 ნახვა
საზოგადოება
„41 არის კახაძე, შენ რომ ეგ არ შემოხაზო, არ ვიცი რა“ – ოპოზიცია ამომრჩეველზე შესაძლო იძულების ფაქტს ასაჯაროვებს (ვიდეო)
მთაწმინდის ოლქის #17 საარჩევნო უბანზე შესაძლო დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოშია ნაჩვენები საარჩევნო უბანთან მყოფი პირები მოქალაქეებს აიძულებენ, რომ #41 შემოხაზონ. „41 არის კახაძე, შენ რომ ეგ არ შემოხაზო არ ვიცი რა“, -მიმართავს ერთ-ერთ ამომრჩეველს უცნობი პირი. შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83% .
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)