|
2019-06-07 16:00:31, 904 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 7 რეანიმობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 7 რეანიმობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა. ეკიპაჟების აღჭურვილობა ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად გააცნო. მანვე სასწრაფო დახმარების ტექნიკური განვითარების შესახებ ფოტოგამოფენაც დაათვალიერა. რეანიმობილები კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად და საგანგებო სიტუაციების დროს, ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის გამოიყენება. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი. რეანიმობილები ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორებით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით, ელექტრომქაჩებით, მაღალი ტვირთამწეობის საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი. 2 მაღალი გამავლობის, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ეკიპაჟების საშუალებით ყველა ტიპის რელიეფზე გადაადგილება და პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცმანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად.
(NS)
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)