|
2019-06-07 10:41:26, 825 ნახვა
პოლიტიკა
კახაძე შავგულიძეს: თქვენ დაავადების მხარეს დგახართ და არა დაავადებულის
თქვენ დაავადების მხარეს დგახართ და არა დაავადებულის. დაავადება არასდროს არ გამოსწორდება,-ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საარჩევნო დებატების დროს. ლადო კახაძემ შავგულიძისგან მოითხოვა პასუხი, თუ რა განსხვავებაა სააკაშვილს, ბოკერიასა და მურუსიძეს შორის. „რითი განსხვავდება, რა არის უკეთესი სააკაშვილში, ბოკერიაში, რა არის განსხვავება უკეთესობის მხარეს მურუსიძესთან? მაინტერესებს, თქვენ ხომ იცით, ვის ელაპარაკებით? -ექიმს ელაპარაკებით. თქვენ დაავადების მხარეს დგახართ და არა დაავადებულის. დაავადება არასდროს არ გამოსწორდება. დაავადებას ერთი სული აქვს, დაავადოს, დაავადოს, დაავადოს... ავადმყოფს დახმარებოდით მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ეს უფრო მაღალი მისია მგონია და თქვენი არჩევანია“,-განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)