01:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 18:55:14, 1502 ნახვა

სამართალი
ხატია წილოსანი USTR წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის (USTR)  წარმომადგენლებს შეხვდა.

„შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებზე ვისაუბრეთ;  ყურადღება ქვეყანაში სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა. მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის საკითხის განხილვა“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ჩიმაკაძე, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ინაური და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics