|
2019-06-03 10:38:23, 829 ნახვა
საზოგადოება
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გაიმართა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე - „ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებები“ გაიმართა. ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია და განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების პირობები და დევნილ ბავშვთა უფლებები. შეხვედრას საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)