|
2019-05-29 19:16:26, 855 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილებისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პარლამენტმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივის საფუძველზე მომზადებული, ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის პარლამენტს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისათვის. მიღებული კანონით, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკად მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა და ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე და 172-ე მუხლებში შევიდა. მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ შეესაბამებოდა არსებულ რეალობასა და თანამედროვე, დასავლური განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებით, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. ამასთან, დადგენილი ნორმები მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთისა და პრევენციის, ასევე, სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით, ეფექტური და მოქნილი გახდა. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კონკრეტულად განისაზღვრა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების კვალიფიკაცია და თითოეული კანონდარღვევისათვის დადგინდა ადეკვატური სანქციის ზომა. ასევე, არასრულწლოვანი პირის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის პასუხისმგებლობა.
(NS)
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)