07:53 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 12:42:14, 874 ნახვა

საზოგადოება
1-ელ ივნისს დედაქალაქის მერიის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 1 ივნისს, მთავარი საბავშვო ზეიმი ვაკის პარკში ჩატარდება და 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იამაყონ და იცხოვრონ ძლიერ საქართველოში, ლამაზ თბილისში, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს აწყობს. მთავარი საბავშვო საზეიმო სივრცე ვაკის პარკში იქნება, სადაც 12:00-დან 18:00 საათის ჩათვლით, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. მინდა მივმართო მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, მოიყვანოთ შვილები, შვილიშვილები და ერთად გავერთოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის ყველა გამგეობას სხვადასხვა საბავშვო აქტივობა აქვს დაგეგმილი.

„გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ, 13:00-19:00 საათამდე, გაიმართება სასახლის აღსაზრდელების კონცერტი. ასევე, თბილისის ყველა რაიონში გამგეობები  სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავენ. ეს ერთი დღე ბავშვებს ვაჩუქოთ და გავულამაზოთ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ისიამოვნონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics