|
2019-05-25 10:59:54, 744 ნახვა
საზოგადოება
ლონდა თოლორაია: შსს-ში მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა
პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აუდიტის ანგარიში „ოჯახში ძალადობისგან დაცვასა და პრევენციის მექანიზმებზე“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ აუდიტის დასკვნის შესახებ მედიასთან ისაუბრა. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში აუდიტის დასკვნაში ბევრი პოზიტივის შესახებ იყო აღნიშნული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, გადაიდგა ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი, შემუშავდა რისკის შეფასების ინსტრუმენტი, გაიზარდა მომართვიანობა - რაც ასევე პოზიტივია, რადგან ადამიანებმა ამ თემაზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი. ასევე, შემცირებულია ქალთა მკვლელობების რაოდენობა, თუმცა, აუდიტის სამსახურმა მოგვცა რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ პროცესის გაუმჯობესებას. ჩვენ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. ავიღეთ გარკვეული ვადა, რათა დავასრულოთ ეს პროცესები. რეკომენდაციები ეხება აღრიცხვიანობის ბაზების მოწესრიგებას, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ასევე ეხება, მოძალადისა და მსხვერპლის განცალკევების საკითხის კიდევ უფრო კარგად დარეგულირებას - ეს საკითხი საკმაოდ რთული საკითხია. რეკომენდაცია არის ის, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, მოძალადე ყოველთვის გავიყვანოთ სახლიდან და მსხვერპლი დავტოვოთ სახლში, თუმცა ასე ხისტად ამ რეკომენდაციის განხორციელება პრაქტიკაში ვერ მოხდება, რადგან დამოკიდებული იქნება კონკრეტულ გარემოებებზე, მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რომელი იქნება უმჯობესი - გამოვიდეს მოძალადე და მან დატოვოს საცხოვრებელი, თუ მსხვერპლის თავშესაფარში გადაყვანა არის საჭირო. არასრულწლოვნებთან მიმართებით კი პოზიტივია ის რომ, თავად არასრულწლოვნებმა, წინა წელთან შედარებით, აქტიურად დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მომართვა. თუ წინა წლებში ეს მომართვიანობა იყო საკმაოდ დაბალი, წელს არის გაზრდილი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, არამარტო ბავშვების, არამედ მშობლების და ზოგადად ასეთი ტიპის დანაშაულებზე ოპერატიული რეაგირებისთვის. დამნაშავის დასჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს ინფორმაცია ჰქონდეთ დანაშაულის ჩადენიდან დაუყოვნებლივ, არა რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, რაც ცხადია მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს ძალიან ართულებს.” - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
(NS)
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)