03:55 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 12:25:17, 1096 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: NDI-ის კვლევასა და არჩევნების შედეგებს შორის ყოველთვის დიდი აცდენებია

NDI კვლევასა და არჩევნების შედეგს შორის ყოველთვის დიდი ცდომილებაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის კვლევის შედეგებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

როგორც მან განაცხადა, მთავარი სოციოლოგიური კვლევა არჩევნებია, რომლის თანახმადაც მმართველ გუნდს 61%-იანი მხარდაჭერა აქვს.

„მთავარი სოციოლოგიური კვლევა არჩევნებია, რომელიც გუშინწინ ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 12 პროცენტმა მიიღო. ეს განზოგადების საშუალებას იძლევა. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 61 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. აცდენები ყოველთვის არის რეიტინგებსა და არჩევნების შედეგებს შორის. არ ვიცი, ამას რა მიზეზი აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არჩევნების თანახმად, ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61 პროცენტიანი მხარდაჭერა. ეს არ იყო ოლქები, სადაც „ქართულ ოცნებას“ საშუალოზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება, საშუალოზე დაბალიც არის, თუ წინა არჩევნების შედეგებს ავიღებთ. ასეთ რეგიონებშიც კი, 61-მა პროცენტმა ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics