02:51 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 15:13:28, 1135 ნახვა

პოლიტიკა
კრისტინ ლაგარდი ბახტაძეს - თქვენი ხელმძღვანელობით დიდი საქმე გაკეთდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით, - ამ სიტყვებით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მხარდაჭერას.

„უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო ის ამოცანები, რაც თქვენს პროგრამაში შედის და რაც დასახული გაქვთ თქვენი ხალხისთვის, რათა მიღწეული იყოს სტაბილურობა და წინსვლა თქვენს საზოგადოებაში. ჩვენ კვლავ ვკისრულობთ გააზრებულ ვალდებულებას თქვენს წინაშე. მალე მეოთხე მიმოხილვა დასრულდება. მესამე მიმოხილვა გასული წლის დეკემბერში დასრულდა. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანამ პროგრამა დაასრულოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივაც ძალიან დიდი წარმატება გექნებათ. მე დაგეხმარებით თქვენ და ქვეყნის ხელისუფლებას მომავალშიც, რომ რეფორმები განხორციელდეს თქვენს მიერ დასახული და ჩვენთან შეთანხმებული მიზნების შესაბამისად", - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics