|
2019-05-20 13:55:33, 970 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ მსოფლიოში ცნობილ, საფრანგეთის სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა
„საქართველოს ბანკმა“ საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33 კაციან დელეგაციას უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშველოვანი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Olivaint Conference -ის წევრებს უმასპინძლა. ჩვენთვის დიდი პატივია, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და საინვესტიციო მიმზიდველობა, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბანკის როლზე, ჩვენს მიზანზე, მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, სხვადასხვა წლებში Olivaint Conference-ის ალუმნები იყვნენ: საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი-რობერტ შუმანი; საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-ლორან ფაბიუსი; ევროპარლამენტის ყოფილი წევრი- ჟან ლუი ბურლენჟი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი პრეზიდენტი- ჟაკ ატალი და ა.შ.
(R)
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)