|
2019-05-20 12:33:40, 1259 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სანდრა რულოვსს არჩევნების შედეგებთან შეგუება მოუწევს
„შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სანდრა რულოვსს შედეგებთან შეგუება მოუწევს. „მე გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის ტელეკომპანია "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია",- განაცხადა კალაძემ. კახი კალაძის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდად და სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა. მან ჟურნალისტების შეკითხვას, იმის შესახებ, შეეგუება თუ არა სანდრა რულოვსი არჩევნებში დამარცხებას, უპასუხა, რომ „მოუწევს“. „ფაქტობრივად, ყველა ოლქში გაიმარჯვა პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენილმა კანდიდატებმა. მთაწმინდის რაიონშიც ლიდერობს ჩვენი კანდიდატი, არის მეორე ტური, კარგი იქნებოდა, რომ პირველივე ტურში დასრულებულიყო არჩევნები. მშვიდ ვითარებაში წარიმართა არჩევნები ყველა ოლქში, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზუგდიდში, არეულობის შემოტანის და პროვოკაციების მცდელობა იყო, თუმცა, რაღაც ისეთი ექსცესები არ ყოფილა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)