02:40 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 16:07:42, 1052 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ბენიძე: საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ,-  ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 14:00 საათისთვის უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია PVT-ს შედეგებზე დაყრდნობით  წარადგინა.

მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები“,- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics