|
2019-05-15 16:31:12, 1591 ნახვა
ეკონომიკა
2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 4 217 პოლისია გაცემული
2019 წელს, აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო. დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 4 217 პოლისი, საიდანაც 3,381 პოლისი კახეთის რეგიონში გაიცა. მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 8 სადაზღვევო კომპანია. სურვილის შემთხვევაში, პროგრამაში ჩართვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია. 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფო სადაზღვევო პოლისის ღირებულების თანადაფინანსებას ყველა კულტურაზე 70%-ით, ხოლო ვაზზე 50% - ით განახორციელებს. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარი, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ან 100 ჰა ფართობის ნაკვეთს, 5 ჰა მიწის ნაკვეთის დაზღვევისას შეძლებს სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ციტრუსოვანი კულტურებისთვის). წლიდან წლამდე პროექტი ცვლილებებს განიცდის და საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით იხვეწება. 2018 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი. აღნიშნული ცვლილება 2019 წელსაც იმოქმედებს. მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული. 2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: • გაცემულია 81 453 პოლისი; • დაზღვეულია 71 413 ჰა ფართობი; • დაიზღვა საერთო ჯამში 551 366 395 ლარის მოსავალი; • დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან, სახელმწიფომ 33 854 463 ლარის სუბსიდირება მოახდინა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო. დაწყების დღიდან დღემდე, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 35 304 952 მლნ. ლარს შეადგენს. პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)