|
2019-05-13 12:39:59, 1257 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: პოლიტიკაში ტრენინგებითა და სწავლების რამდენიმედღიანი კურსით თავის დამკვიდრება არ ხდება
პოლიტიკაში ტრენინგებით მხოლოდ და სწავლების რამდენიმედღიანი კურსით ან კარგი პერსონალური CV- ით არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარტია „ქართულ ოცნებაშო“ მიმდინარე განახლების პროცესს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, აღნიშნულ პროცესს არასერიოზულად აღიქვამს. „ვინ იქნება წარმოდგენილი პარტიის ოფისში, ჩემთვის ეს არ არის საინტერესო საკითხი უკვე, საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავალი და მომავალი არჩევნებისთვის რა ვითარება და სურსათი გვექნება. ეს არჩევნები ჩემთვის განიხილება, როგორც საშუალება და არა მიზანი იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარება, რაც ქვეყანაში არის, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის უსამართლობის განცდა, სასამართლოს მიმართ უნდობლობა, ბევრი პრობლემა, რაც ადამიანებს აქვთ, ამის გადაწყვეტისთვის საჭირო არის არჩევნები, როგორც საშუალება, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება. პოლიტიკაში ტრენინგებით მხოლოდ და სწავლების რამდენიმედღიანი კურსით ან კარგი პერსონალური CV- ით არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა. ამიტომ, ცოტა არასერიოზულად ვუყურებ მართალი გითხრათ, ასეთ მიდგომას“, - აღნიშნა ბესელიამ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)