|
2019-05-10 13:36:27, 1118 ნახვა
საზოგადოება
გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულები დაწესებულების ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდებიან
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიაციატივითა და საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ხელშეწყობით, გლდანის N8 დაწესებულების ტერიტორიაზე პირველად დაიწყო პროექტი, რომელიც ამ დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის უვადო სრულწლოვანი პატიმრების, დასაქმებას ისახავს მიზნად. ამისათვის, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რჩევითა და დახმარებით დაწესებულების ერთ-ერთ ეზოში დამუშავდა 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, სადაც პატიმრები ქართული ჯიშის ჟოლოს, ფრანგული ჯიშის ნესვს, ლობიოს, სალათის ფურცლებს, არტიშოკს, პომიდორს და მარწყვს მოიყვანენ. მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში პატიმრებს საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა დაეხმარება, რათა რეალიზაციიდან მიღებული თანხა მათი შემოსავლის წყაროდ იქცეს. გარდა იმისა, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმრების დასაქმება, არაერთი მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი საკითხია, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო თერაპიაა სტრესის მართვის, ასევე, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. მიწის დამუშავების პროცესი 8 და 9 მაისს მიმდინარეობდა და მასში N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებიც იყვნენ ჩართულნი. ზოგიერთი მათგანი უვადო პატიმარია. ისინი, პროექტის დაწყებამდეც, დაწესებულების დირექტორის ინიციატივით, მცირე ზომის ბოსტანს დაწესებულების ეზოში თავისი ხელით უვლიდნენ. მათი თქმით, სუფთა ჰაერზე მუშაობის შედეგად ანტიდეპრესანტებისა და წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების მიღება შეწყვიტეს, თავს გრძნობენ უფრო მხნედ და იმედიანადაც არიან განწყობილნი. ახალი, მასშტაბური პროექტი კი არა მხოლოდ მათში, არამედ სხვა მსჯავრდებულებშიც დიდ ინტერესს იწვევს. პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ფონდი "სალვე" და ორგანიზაცია "რეფორმერი".
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)