|
2019-05-10 10:31:58, 1251 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო, ერთი წლის წინ, გიორგი გახარიას შეხვედრა ქ. პარიზში ფრანგ კოლეგასთან ჟერარ კოლომბთან. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ასეთი მაღალი დონის, ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)