|
2019-05-08 18:21:51, 1460 ნახვა
პოლიტიკა
ჭიათურის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ახალგაზრდული პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა. ,,ჩვენ შევიმუშავებთ თქვენთვის სტაჟირების პროგრამას, რაც საშუალებას მოგცემთ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტაჟირება გაიაროთ ჭიათურის მერიაში ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში. ამავდროულად, ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ ახალგაზრდების დასაქმებაზე სხვადასხვა სფეროში. ვაპირებ, აქტიურად განვავითარო ჭიათურაში ტურიზმი. მოხარული ვიქნები თუ ამ საქმეში თქვენი ჩართულობა იქნება. მსურს ჭიათურა ტურიზმით იყოს ცნობილი“, - განაცხადა გივი მოდებაძემ შეხვედრისას. მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)