|
2019-05-08 18:12:16, 1512 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი მაჩალიკაშვილის საქმეზე: სუს-მა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო
როგორც რიგითმა მოქალაქემ, გუშინ დავინახე, რომ სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და ამისთვის მადლობას ვუხდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის სავარაუდო ჩანაწერებს გამოეხმაურა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს. ჩვენ გუშინ ეს ყველამ ვნახეთ. ამასთან ერთად, პროკურატურამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომელსაც ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მინდა გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, გუშინ დავინახე, რომ სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)