|
2019-05-08 15:12:00, 1433 ნახვა
პოლიტიკა
ლუკ კოფი: საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი იყოს ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრი
მნიშნელოვანია, რომ საქართველო სწორ გზაზე განაგრძობს სვლას, სვლის ტრაექტორია სწორია და სწორედ ეს არის ნიშანდობლივი, - ამის შესახებ Heritage Foundation-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ლუკ კოფმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს ევრო - ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის დამსახურებული წევრი „დემოკრატია არის პროცესი და არა დამდგარი შედეგი. ყოველი ქვეყანა ცდილობს გახდეს უკეთესი. ზოგიერთი ამას წარმატებით ახერხებს, ზოგს აქვს შიდა პრობლემები. ჩემთვის პირადად, მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველო სწორ გზაზე განაგრძობს სვლას, მისი სვლის ტრაექტორია სწორის და სწორედ ეს არის ნიშანდობლივი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი იყოს ევრო-ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის დამსახურებული წევრი, სწორედ ეს მგონია მართებული ხედვა ნაცვლად იმისა, რომ ვითხოვდეთ ას პროცენტიან სრულყოფილებას საქართველოსგან“, - აღნიშნა ლუკ კოფმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)