22:07 - 22 Jul, 2026
|
2019-05-08 12:19:11, 1314 ნახვა
პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი - რომ მცოდნოდა რა საკითხს ეხებოდა, სუს-ში წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს მზად ვარ
„რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხება წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ დანაშაული მიუძღვის, ეს უნდა დაუმტკიცონ. „იმათ უნდათ ამოაგდონ სადმე რაღაცა, რომ მე ან შევისყიდე იარაღი, ან მე მივიტანე იარაღი, ან მქონია რამე კავშირი, ამის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ რაღაც ტერაქტთან დაკავშირებით რამე, იქ ყველა ადამიანი, ვინც ზის თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. საქართველოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა ერთი წუთით წარმოიდგინოს თავი ჩემს ადგილზე. ამიტომ არ მივდივარ, მაგრამ რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხება წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)