20:57 - 22 Jul, 2026
|
2019-05-06 14:16:39, 1250 ნახვა
პოლიტიკა
რომან კაკულია: კომიტეტი იმსჯელებს, მოუსმინოს თუ არა გიორგი ქობულიას
პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თვმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, კომიტეტი იმსჯელებს, მოუსმინოს თუ არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას. დღევანდელ სხდომაზე ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძე მოითხოვა, რომ კომიტეტმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გაწეული მუშაობისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმსჯელოს. „ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი იყო. პრემიერს აქვს უფლება, ყველა შინაარსი გარეთ არ გამოიტანოს. თუ ქობულია ახალ გარემოებებზე საუბარს აპირებს, ამაზე გვერდზე გახედვა სწორად არ მიმაჩნია. ვიმსჯელოთ, თუ საუბარს აპირებს, მაინც იტყვის და ჟურნალისტს მერე კომენტარი უნდა გავუკეთო“, - განაცხადა კაკულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)