|
2019-05-05 11:41:25, 1317 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - საქართველომ უნდა დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი მთელი რეგიონისთვის
ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც განათლების მისაღებად ევროპულ საუკეთესო უნივერსიტეტებში მიდიოდნენ, შეძლებენ, სამშობლოში მიიღონ ასეთივე უმაღლესი, ევროპული ხარისხის განათლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის ეთერში" ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში(ENQA) საქართველოს გაწევრიანების შეფასებისას განაცხადა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქართული დიპლომების ევროპაში აღიარებას ნიშნავს. პრემიერის განმარტებით, მთავრობის სტრატეგიაში სწორედ განათლებაა ნომერ პირველი პრიორიტეტი, რაც ემსახურება მიზანს, რომ საქართველომ რეგიონში განათლების კერის სტატუსი უნდა დაიბრუნოს. „რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური წარმატება, ეს არის წარმატება ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში, ვინაიდან ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი პრინციპული ნაბიჯი ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა განათლება. ჩვენი სახელმწიფობერივი სტრატეგია არის ის, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად. ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ განათლებას ეთმობა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ განათლების კერის სტატუსი მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)