|
2019-05-05 11:35:42, 1318 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი შენგელია: მაქსიმალურად გვერდში დავუდგები ჩვენს მოქალაქეებს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი დღეს შარტავასა და შენგელიას ქუჩის, ასევე, ბუკიას ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ბინების მცხოვრებს შეხვდა, პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ შენგელიას ქუჩაზე მოეწყო გარე განათება, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა. რაც შეეხება, შარტავას ქუჩას, რეაბილიტირდა შიდა გზები და მოეწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი. ასევე, რეაბილიტირდა ბუკიას ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავი, რომლის ღირებულებამაც 100 000 ლარზე მეტი შეადგინა. „კარდაკარ შეხვედრების დროს მოსახლეობასთან საუბრისას, გამოიკვეთა სხვადასხვა სახის პრობლემა, რომლებიც მოსახლოებას დღემდე აწუხებს. ეს იყო შარტავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის პრობლემა, რომელიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება. არის სხვადასხვა საკითხი, რომლის გადაჭრაც დროულად მოხდება. მე მაქსიმალურად გვერდში დავუდგები ჩვენს მოქალაქეებს და ხელს შევუწყობ ზუგდიდელებს კომფორტულ გარემოში იცხოვონ“, – განაცხადა შენგელიამ. NS
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)