20:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-05 11:23:39, 1246 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება მნიშვნელოვანია

ნებისმიერი საზოგადოებისა და ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარისა და ჯარისკაცების მიმართ,  რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "შაბათის ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობისთვის  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  სამხედრო მოსამსახურეებისთვის  სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესებას.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. მახათას მთაზე აშენდება ახალი საცხოვრებელი უბანი ჩვენი ოფიცრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. საუბარია 700-მდე ოჯახზე, თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი.  მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა დასრულდება ჩვენ დავიწყებთ მყისიერად მეორე პროგრამას. ამ შემთხვევაში ეს იქნება გათვლილი 2000 ოფიცერზე და ეს არის სწორედ ჩვენი სულისკვეთება. ჩვენ გვსურს, რომ სოციალური პაკეტი და ამავე დროს რწმენა ნათელი მომავლის აუცილებლად იყოს ჩვენს ოფიცრებში, ჩვენს ჯარისკაცებში. ეს არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ხალხი. მე ვარ განსაკუთრებით ამაყი, როდესაც ვისმენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან შეფასებას ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ეს არის ყოველთვის საუკეთესო და ეს არის მართლაც ძალიან დიდი სიამაყის მომგვრელი". - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა გაგრძელდება და  ამ მიმართულებით არაერთი სიურპრიზი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics