|
2019-05-02 17:11:42, 1354 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ოპოზიციას: პანკისის მოვლენებზე გამოძიება შეგიძლიათ სრული კონტროლის ქვეშ დააყენოთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, დეპუტების შეკითხვებს პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ აღნიშნული საქმის გამოძიებაზე სრული კონტროლი განახორციელონ, ისე როგორც ეს ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება საჭირო. ახლა რაც შეეხება, შემდგომ გეგმებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული უფლებამოსილება ჰქონდა იქ ყოფილიყო, იმდენი ძალით რამდენითაც იქნებოდა საჭირო. ერთი ადამიანიც არ დაინტერესებულა გაერკვია, თვითონ პანკისის მოსახლეობაში არსებობდა თუ არა დაპირისპირება. ერთი მშენებელი, მისი ჯანმრთელობა, ჟურნალისტი თუნდაც კითხვის ნიშნის ქვეშ რომ ყოფილიყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ვალდებული გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. დღეს შსს თავის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კონკრეტულ გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის ეფექტური დაძლევა. ამაში თუ მოგვეხმარებით, მადლობას გეტყვით, იმის მაგივრად რომ პროცენტები დაგვითვალოთ, ამ პროცენტებზე კი ცალკე გიპასუხებთ. შესაბამისად, მინდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ სრული კონტროლის ქვეშ დააყენოთ ეს პროცესი, ოღონდ პოზიტიური კონტროლის ქვეშ, ისე კი არა ამ ტრიბუნიდან, ჩიხში შეგვიყვანოთ და ის გვითხრათ, რას უზამთ ახლა 100 ადამიანს, დაიჭერთ თუ არ დაიჭერთ, მოვიქცევით ისე, როგორიც არის ქვეყნის ინტერესებისთვის საჭირო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)