19:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 14:28:53, 1299 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია გახარიას: გვითხარით, რომ კერზაიას საქმეს მთავრობაში ვიღაც ბლოკავს და მასთან ჭიდაობაში თქვენი მხარდამჭერი ვიქნებით

 „პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას მიმართა, რომელსაც პარლმანეტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ხოშტარიამ შს მინისტრს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების კონკრეტული პასუხები მოსთხოვა.

„თქვენ 21 დეკემბერს განაცხადეთ - „მე პირადად გპირდებით, რომ ია კერზაიას საქმეს დავასრულებ და თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა აი ასე დავსხდეთ და ვისაუბროთ, მერე უბრალოდ შეგრცხვებათ“.  ნამდვილლად არ არის ჩემი საქმე, ვის რაზე შერცხვება. ნამდვილად არ მიყვარს მორალის კითხვა, მაგრამ რაადგან ასეთი სიტყვები იხმარეთ თავად, იქნებ გთხოვთ, ის პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ. რადგან ასეთი ტონით მოგვმართავდით და ასეთი მტკიცე პირობა დადეთ, რომ ეგებ უბრალოდ პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ. თუნდაც გვითხრათ, რომ თქვენ ვერ ერევით ამ საქმეს და ვიღაც არის ამ მთავრობაში, რომელიც ბლოკავს და ხელს გიშლით ამ საქმის გაკეთებაში, ბოლომდე თქვენი მხარდამჭერი ვიქნებით მათთან ჭიდაობაში“, - მიმართა ხოშტარიამ გახარიას.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics