|
2019-05-02 12:48:19, 1228 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი
პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ვიცე-პრემიერისა დ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას უსმენენ. გახარიამ დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშს წარმოადგენს და ასევე, ყველა შეკითხვას უპასუხებს. „დღეს ჩემთვის არის მეხუთე საპატიო ჯერი, როდესაც მე ამ ტრიბუნაზე ვდგავარ 1 წლის განმავლობაში და მაქვს პატივი მივმართო საქართველოს პარლამენტს და პარლამენტარებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოსვლით, ჩვენ კიდევ ერთხელ, დავადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო ზედამხედველობისადმი და შესაბამისად, ვეცდებით პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და რომელიც გაქვთ თქვენ. ჩვენი ძირითადი მიზანი დღეს გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა გააკეთა, რა გეგმები აქვს და რა მიმდინარე პროექტები აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)