|
2019-05-01 15:31:56, 1353 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: „ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე წარსულის პოლიტიკური ძალაა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია "ქართულ ოცნებას" წარსულ პოლიტიკურ ძალას უწოდებს. აღნიშნული შეფასება ბესელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსამართლეების არჩევის პროცედურის შესახებ პარლამენტში მის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ჩავარდა. "ყველაფერი ნათელია. ის შანსი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, არ გამოიყენა და სრულიად წარუმატებელ და მარცხისთვის განწირულ გზას დაადგა. აჩვენა, რომ აბსოლუტურად ექვემდებარება იმ კლანურ ინტერესებს, რომელიც იუსტიციის საბჭოში და სასამართლოში გამეფდა. ამ კენჭისყრამ ისიც აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" რეალობის აღქმა დაკარგული აქვს, მიდის პროცესების და საზოგადოების განწყობის საწინააღმდეგოდ. ეს იყო კიდევ ერთი წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი, "ქართული ოცნების" მხრიდან გამოუყენებელი შესაძლებლობა და ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვა. ამ პროცესმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წარსულის პოლიტიკური ძალაა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)