|
2019-05-01 15:31:16, 1256 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ლევან კობერიძე ბოლო პერიოდში უმრავლესობის რიგებში ფორმალურად ირიცხებოდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესთვის დეპუტატ ლევან კობერიძის გადაწყვეტილება უმრავლესობიდან წასვლის შესახებ მოულოდნელი არ აღმოჩნდა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ კობერიძე ისედაც ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობაში. მისი თქმით, პიარის გამო, დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღეს განხილულ კანონპროექტს სპეციალურად დაუმთხვია. "ლევანს არ გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უმრავლესობის და ფრაქცია "ქართული ოცნების" რიგებში მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა. ის ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვა პოზიციას გამოხატავდა. ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ლევანისგან, რომ მანაც გადაწყვიტა თავისი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი სასამართლოს თემაზე მიება ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. დეპუტატის აზრით, ბესელია, კვაჭანტირაძე და კობერიძე ერთ პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ და უმრავლესობის ერთად დატოვების ნაცვლად ნაწილ-ნაწილ მიდიან იმისთვის, რომ უმრავლესობა დააზიანონ. "ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომელშიც თავის დროზე ეკა ბესელია იყო ჩართული და შემდეგ, ოდნავ მოგვიანებით, ზვიად კვაჭანტირაძე. როცა ეს ჯგუფი ერთ აზრზეა და რამდენიმე ადამიანისგან შედგება, მათ შეუძლიათ, უმრავლესობა ერთად დატოვონ, თუმცა მხოლოდდამხოლოდ პიარზეა გათვლილი ის, რომ ნაწილ-ნაწილ ტოვებენ იმისთვის, რომ უმრავლესობა დაზიანონ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)