03:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 15:39:36, 1861 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

1-5 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 52-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

ივანე მაჭავარიანი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი მაკდონალდთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, სკოტ დოუსონთან, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან.

ფინანსთა მინისტრი, ასევე, დაესწრება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის  (CAREC) მაღალი დონის სესიას. 

შედგება ორმხრივი შეხვედრები როგორც ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან/მმართველებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ამ დროიდან ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამა.  

.დღეის მდგომარეობით, ADB-ს მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა,  დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics