15:05 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-27 11:36:36, 2054 ნახვა

სამართალი
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოს იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტმა, მიკოლა გნატოვსკიმ  კომიტეტის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ 28-ე ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით მედიაში ისაუბრა.

დაკავებულების პოლიციის დაწესებულებებში განთავსების ცენტრალიზირებულ სისტემასთან  დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მიკოლა გნატოვსკიმ განაცხადა, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ძალზედ იშვიათად ხდება ცალკეული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, თუმცა 2018 წლის ანგარიშში ხაზგასმით არის ნახსენები საქართველო, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ამ მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაკავებულთათვის არსებობს განთავსების სპეციალური ადგილები (დროებითი მოთავსების იზოლატორები). დადებითად აღსანიშნავია, რომ იზოლატორებში დაკავებულთათვის ჰყავთ სპეციალიზებული ოფიცრები, ნეიტრალური პირები, რომელთა არსებობა მნიშვნელოვანია დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ობიექტურად გამოვლენისთვის, ასევე დაკავებულთათვის კანონით გარანტირებული უფლებების დაცულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მარტივად აქვთ წვდომა ექიმებზე და ყველა დაკავებული გადის სამედიცინო შემოწმებას“, - აღნიშნავს მიკოლა გნატოვსკი.

ინტერვიუს ლინკი: https://vimeo.com/332445944

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics