|
2019-04-25 13:18:59, 1248 ნახვა
პოლიტიკა
ნინო თანდილაშვილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტის „სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობასთან დაახლოება და მისი იმპლემენტაცია“ დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული რეფორმირების პროცესში მხარდაჭერისთვის. „მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესი საკითხია, რაც რთული იქნება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარების გარეშე. ჩვენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შევიძინეთ. შესაბამისად, თვალსაჩინოა პროგრესიც და ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელებთ ეფექტიან თანამშრომლობას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა კონსორციუმის (ესპანეთი - გარემოსა და სივრცითი დაგეგმვის გალიციის რეგიონული სამინისტრო - CMAOT, ნიდერლანდები - ინფრასტრუქტურისა და გარემოს სამინისტრო, ჰოლანდიური ცოდნის ცენტრი - Infomil, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი ინფორმაციის სააგენტო- CENIA) და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)