14:30 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 13:32:11, 1319 ნახვა

საზოგადოება
კახიანი ჯიბღაშვილის გათავისუფლებაზე: სასამართლომ თავად უნდა ახსნას, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება

სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და სასამართლომ თავად უნდა ახსნას, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი მსახიობისა და ბიზსნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლების ფაქტს.

მისი განმარტებით, სამართლომ პატიმრობაში პირის დატოვება მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

„ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც ადრე არსებობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. თუ რაიმე ისეთი შემთხვევები არის, რამაც შეიძლება მსგავსი კითხვები გააჩინოს, ამ კონკრეტულ შემთხვევებზე უნდა ვისაუბროთ და ამ კონკრეტულ შემთხვევებს მეტი პასუხი გაეცეთ. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და სასამართლომ თავად უნდა ახსნას, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პატიმრობაში პირის დატოვება მან არ ჩათვალა მიზანშეწონილად და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics