|
2019-04-24 10:08:44, 1121 ნახვა
საზოგადოება
„არაფრით მისარგებლია“ - ლევან ჯიბღაშვილი მის გათავისუფლებასთან შს მინისტრის პირველი მოადგილის კავშირს უარყოფს
ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან, მაგრამ არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა, ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, ახსენებდა თუ არა დაკავების მომენტში შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის გვარს, ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ თავის იურისტებთან კახა ასლანიშვილთან ან ამირან გიგუაშვილთან დარეკვას ითხოვდა. „ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან პირადი ურთიერთობით. კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია, ფაქტიც სახეზეა საიდანაც გამოვდივარ მე არაფრით არ მისარგებლია. ემს მანქანაში არსებულ ნივთიერებებს, მე ეს ყველაფერი დავადასტურე, მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებასთან ვთანამშრომლობ. სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაჟღერებ“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)