|
2019-04-21 17:22:17, 1672 ნახვა
პოლიტიკა
ხასო ხანგოშვილი - ჰესის მშენებელი კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მისაღებ პირობებს სთავაზობდა
პანკისის ხეობის უცუხესი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ჰესის მშენებელი კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მისაღებ პირობებს სთავაზობდა, – ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხეობაში საქმე ამ დონემდე არ უნდა მისულიყო. „პანკისის ხეობაში არსებული ვითარება ძალიან მძიმე საყურებელია. აქამდე არ უნდა მისულიყო ეს საქმე. როდესაც ვხვდებოდით მინისტრებს, გვქონდა ამაზე საუბარი. განვაცხადეთ, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, ხელისუფლებამ ამ კუთხით არ ჩაატარა განმარტებები, რამდენად შესაძლებელია ჰესის მშენებლობა. ჩვენი პოზიცია ყოველთვის ერთი და იგივე იყო, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება და აუცილებლად გაკეთდება, მაშინ ხეობამ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს. აგრესია იმან გამოიწვია, რომ ამდენი რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანა ვფიქრობ, არ იყო საჭირო. თუკი წინააღმდეგობა იქნებოდა, შეიძლებოდა დალაპარაკება ახალგაზრდებთან. მეორე მხარემ, მაგალითად, ფირმის წარმომადგენლებმა წერილობითაც გაავრცელეს თავიანთი ძალიან მისაღები პირობები. ჩემი გაგებითა და ანალიზით, ფირმა ცალკე დარჩა და ხელისუფლება ცალკე. ამიტომ, ვფიქრობ, ვერ ჩაწვდა მოსახლეობა. ახლაც ამბობენ, რომ ერთი ფირმის გამო რატომ უნდა იყოს მთელ საქართველოსთან დაპირისპირება. ფირმა თავის საქმეს აკეთებს და ხელისუფლებას ახსნა-განმარტება უნდა გაეკეთებინა. სპეცრაზმის შემოყვანამ ნამდვილად გამოიწვია აგრესიული განწყობა“, – აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)