16:26 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-20 10:02:41, 1803 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან საქართველოს საკითხის წამოწევისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდის მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია. კერსტი კალიულაიდი ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას საქართველო მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics