|
2019-04-19 14:07:32, 1462 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე კითხვაზე, რატომ არ განიხილა მარგველაშვილის წარდგენილი მოსამართლეების სია - ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ეს იყო მიზეზი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების არჩევის საკითხი განიხილება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს შეკითხვით მიმართა. კაციძე დაინტერესდა, თუ რატომ არ განიხილა პარლამენტმა 2016 წელს, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის წარდგენილი მოსამართლეების სია „საქართველოს პრეზიდენტმა, 2016 წელს ამ მოწვევის პარლამენტს წარუდგინა 3 კანდიდატურა, რატომ არ განიხილეთ?! ამით იმის დემონსტრირება მინდა, რომ თქვენთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ უზენაეს სასამართლში მოსამართლეები გამწესდნენ და იქ საქმეებზე გადატვირთულობა მოიხსნას, ანუ რეალურად პოლიტიკური დავალების მიხედვით მოქმედებთ. მიზეზი შეგიძლიათ მითხრათ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატი - ბოძაშვილი, ლალიაშვილი, თოდუა რატომ არ განიხილა პარლამენტმა, რატომ არ დაამტკიცა? რატომ არ განიხილა, იქნებ კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრები იყვნენ?“ - მიმართა კახიძემ პარლამნეტის თავმჯდომარეს. თავის მხრივ, კობახიძემ ოთარ კახიძის კითხვას ასე უპასუხა: „ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ერთ დღეში წარმოადგინა და ალბათ ეს იყო მიზეზი, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით“.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)