|
2019-04-18 11:28:44, 1483 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: გაგვისხნეს კარი, რათა ეკონომიკური პოტენციალი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მივმართოთ
„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველო-კვიპროსის პირველ ბიზნეს ფორუმს, რითაც ერთი ნაბიჯი გადაიდგა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორ პრეზიდენტმა აღნიშნა, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუსხსნა, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ იყოს მიმართული. საქართველო ევროპის გზაზე დგას და ამდენად კვიპროსთან, რომელიც ევროკავშირის წევრია, პარტნიორობის გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ევროკავშირმა ჩვენ მოგვცა საუკეთესო შესაძლებლობა, გაგვიხსნა კარი საიმისოდ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ შეთანხმებით კიდევ უფრო მეტად ფართოვდება გზა საქართველო-კვიპროსის ეკონომიკურ ურთიერთობაში, სავაჭრო ხელშეკრულება ერთ-ერთი ძირითადი შეთანხმებაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას. ვიმედოვნებ, რომ ფორუმი შექმნის რეალურ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისთვის. შავი ზღვისა და კავკასიის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური დერეფნის მიმართ ევროპის გაზრდილი ინტერესი, ახალ პერსპექტიებს გვისახავს და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ფიფიზკურ კავშირს აყალიბებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)